თარიღი    დრო

ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით ავიაბილეთის ფასი 59,99 ლარიდან იქნება

საქართველო, თბილისი - 17:14 09.18.2018 471

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, ავიარეისები შესრულდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-თან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად მიიღო.

ახალი მიმართულება იქნება ერთადერთი პირდაპირი რეისი, რომელიც ქუთაისსა და საპორტო ქალაქ გდანსკ ერთმანეთთან დააკავშირებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე 59,99 ლარიდან უკვე შესაძლებელია.

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპოტიდან ფრენებს ევროპის 14 ქვეყნის 21 მიმართულებით ასრულებს. 11 ოქტომბრიდან კიდევ ერთი პირდაპირი მიმართულება - ქუთაისი-ვენა ემატება.

2018 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ავიაკომპანიამ საქართველოს რეისებზე 360,000-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 67%-ით აღემატება.

ჯამში კი 8 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 382325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 %-ით მეტია. (2017 წლის 8 თვე - 283355 მგზავრი).




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%