თარიღი    დრო

გადაწყვეტილება სათნო უნდა იყოს ღვთისთვის და მორალურად მისაღები საზოგადოებისთვის - ფოფხაძე კანაფის კულტივაციაზე

საქართველო, თბილისი - 16:26 09.18.2018 254

მიმაჩნია, ეს პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ხარვეზიანი. ვფიქრობ, სამართლებრივადაც დაუსაბუთებელი და არასწორი იყო ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ უმრავლეობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მარიხუანას საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურადაც და ინსტიტუციონალურადაც არ არის სწორი, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს ასეთ ჩარჩოებში აქცევს საკონსტიტუციო სასამართლო. ის ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით თავისი უფლება-მოსილების ფარგლებს გასცდა.

ფოფხაძის თქმით, შექმნილი მოცემულობა პირდაპირ ავალდებულებდა პარლამენტს, წარმოქმნილი სიცარიელე შევსებული და დარეგულირებულიყო.

„ამიტომ, უნდა შევთანხმდეთ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად დავიცვათ საჯარო ინტერესი, რაც მიმართულია იმისკენ, რომ მომავალი თაობა არ დაზარალდეს და არ იყოს განუკითხაობა ამ სფეროში. რეგულაციებზე მართლაც უნდა ჩამოვყალიბდეთ. მიმაჩნია, რომ პრეცედენტი დასაფიქრებელია და მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში ჩვენ რაღაცნაირად უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ასეთი მოცემულობა სხვა დროს აღარ შეიქმნას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მან კანაფის კულტივაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დიალოგი ყველა საკითხზე შესაძლებელია.

„ვფიქრობ, არანაირ დიალოგს არ უნდა გავექცეთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ყველა ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი სინდისიდან და მორალიდან გამომდინარე. არ შეიძლება, ადამიანმა უღალატო იმას, რაც შენი რწმენის და შენი მსოფლმხედველობის ნაწილია. ბოლომდე უნდა დარჩე ერთგული იმისა, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და რისთვისაც პოლიტიკაში ვარ, რისთვისაც ვცხოვრობ. დიალოგს არ უნდა გავექცეთ, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის, მორალურად მისაღები საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში, ასევე იქნება წინაპირობა ძლიერი ქართული სახელმწიფოსი“, – აღნიშნა ფოფხაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%