თარიღი    დრო

გუგული მაღრაძე სპექტაკლის დროს მსახიობის მიერ სიგარეტის მოწევას ეწინააღმდეგება

საქართველო, თბილისი - 15:33 09.18.2018 360

ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე სპექტაკლლის დროს მსახიობის მიერ სიგარეტის მოწევას ეწინააღდეგება. როგორც მან  განათლებისა და მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე თამბაქოს შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, მხატვრული ჩანაფიქრისთვის ჩემი აზრით, ჩვენება იმისა, რომ უჭირავს სიგარეტი, უკვე საკმარისია და ბოლის გაშვება აუცილებელი არ არის.

„თეატრის დროს ვერ დავეთანხმები, რადგან მხატვრული ჩანაფიქრისთვის ჩემი აზრით, ჩვენება იმისა, რომ უჭირავს სიგარეტი, უკვე საკმარისია და ბოლის გაშვება აუცილებელი არ არის... რაც უნდა ის დაიჭიროს, მაგრამ არ უნდა მიაყენოს სხვას ზიანი“, - განაცხადა მაღრაძემ.

 "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში პირველი ცვლილებების შეტანა იგეგმება. რომლის გათვალისწინებით, შესაძლოა, თამბაქოს მოწევა სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ ადგილებში დასაშვები გახდეს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ საუბარია, უკვე აკრძალულ ტერიტორიებზე, გარკვეულ ადგილებზე მოწევა დავუშვათ, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ძალიან დიდ კონფლიქტებთან არის დაკავშირებული და აღსრულებაც მძიმე პრობლემაა.  მისივე თქმით, დეპუტატ ნუკრი ქანთარიას წინადადებაა, რომ სპექტაკლების დროს, თუ რეჟისორი სპეციალურ საბჭოსთან მოწევის აუცილებლობას დაასაბუთებს, მოწევა დაშვებული იყოს.

 საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 2018 წლის 1-ლი მაისიდან მოქმედდება. საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი 2017 წელს დაამტკიცა. ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილის ამოქმედების თარიღად 2018 წლის პირველი მაისი განისაზღვრა, ხოლო მეორე ნაწილი ძალაში 2020 წლიდან შევა.

კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%