თარიღი    დრო

ბიძინა ივანიშვილს თქვენს ტელევიზიასთან არავითარი კავშირი არ აქვს - ეკა ბესელია "იბერიას" ჟურნალისტს

საქართველო, თბილისი - 15:15 09.18.2018 215

ბიძინა ივანიშვილს თქვენს ტელევიზიასთან დარწმუნებული ვარ არავითარი კავშირი არ აქვს, განსაკუთრებით როცა კონტექსტი არის ნეგატიური, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის სახელს იყენებენ. 

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ დარწმუნებით, აბსოლუტურად გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის რაიმე კავშირს ამ ფაქტთან და ამ მოვლენებთან. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თქვენს ტელევიზიას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, არავითარი შეზღუდვები, არავითარი კითხვის ნიშნები გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტების დამოუკიდებლობის, შემოქმედებითი თავისუფლების კუთხით არ დგას. ხელისუფლების არც ერთი შტო ნამდვილად არ შექმნის არანაირ პრობლემას, იმისთვის, რომ ტელევიზიამ იფუნქციონიროს და გააგრძელოს მაუწყებლობა. ამის იქით რასთან გვაქვს საქმე, ვის რა როლი აქვს, რა ინიციატივაა, ვისი საუბრებია, ავთენტურია თუ არა და ა.შ. ამის დადგენა მოდით გამოძიებას მივანდოთ. ამ საკითხის პოლიტიკურ ნაწილზე, რომელიც ეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობას, მე მშვიდად და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ თქვენ, რომ ტელევიზიას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ბიძინა ივანიშვილს თქვენს ტელევიზიასთან დარწმუნებული ვარ არავითარი კავშირი არ აქვს, განსაკუთრებით როცა კონტექსტი არის ნეგატიური“, - მიმართა ეკა ბესელიამ ტელეკომპანიის ჟურნალისტს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%