თარიღი    დრო

კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ საქართველოც შეურთდება

საქართველო, თბილისი - 09:41 09.15.2018 205

15 სექტემბერს, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კამპანიაში „დავასუფთავოთ მსოფლიო“ ერთვება. ღონისძიებას უერთდება საქართველოც. 15 და 16 სექტემბერს, დასუფთავების მასშტაბური აქციები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

„შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება“ წლევანდელი წლის კამპანიის მოწოდებაა. 

„კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ საქართველოც უერთდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ყველა რეგიონში მასშტაბურ აქციებს ახორციელებს. მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ჩართულობა, მათი ცნობიერების ამაღლება, უნარ-ჩვევების შეცვლა და გააზრება, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის  მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ.

„დავასუფთავოთ მსოფლიოს“ კამპანია 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და მასში 140-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. საქართველო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და ის რიგით 121-ე ქვეყანა იყო. 

კამპანია საქართველოში, შვედეთის მთავრობისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით ხორციელდება. ღონისძიებაში ერთვებიან საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საერთაშორისო კამპანიის Let’s Do IT საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ და CENN–ის პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II, (WMTR II), რომელსაც მხარს უჭერს USAID.

რეგიონებში დასუფთავების აქციები ჩატარდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორებისა და ადგილობრივი მთავრობების ორგანიზებით.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%