თარიღი    დრო

Embraer-ის ახალი თაობის საჰაერო ხომალდი E190-E2 თბილისის აეროპორტში სადემონსტრაციო ფრენას განახორციელებს

საქართველო, თბილისი - 14:57 09.14.2018 240

საჰაერო ხომალდების მწარმოებელი ბრაზილიური კომპანია “Embraer”-ი 17 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მოდელის თვითმფრინავს E190-E2-ს წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სადემონსტრაციო ფრენა, რომლის განხორციელების უფლება კომპანიამ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 13 სექტემბერს მიიღო. საჰაერო ხომალდი საქართველოს 18 სექტემბერს დატოვებს. 

E190-E2 Shark რომელიც საქართველოში საჩვენებელ ფრენას მოაწყობს, E-Jet ოჯახის ახალი წევრია. იგი ვიწრო ფიუზელაჟის მქონე, ორძრავიანი, საშუალო რადიუსზე ოპერირებადი საჰაერო ხომალდია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აეროდინამიკური დანადგარებით, "Pratt & Whitney“ ძრავებით და განახლებული კაბინით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურებისა (15-25%) და საწვავის ხარჯებს (16-24%).

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში "Georgian Airways"-ის 3 ერთეული Embraer ERJ 190-100 ირიცხება. ამასთან, მიმდინარე წელს, ქართული ავიაკომპანია ფლოტში ამ მოდელის კიდევ ერთი საჰაერო ხომალდის დამატებას გეგმავს, რისთვისაც განაცხადი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე შემოტანილია.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%