თარიღი    დრო

მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, სალომე ზურაბიშვილს საქართველოში საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება არ მისცენ

საქართველო, თბილისი - 19:33 09.12.2018 185

„ამ ქალის ფეხქვეშ უნდა იწვოდეს მიწა, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატე. ამ ქალის მიერ გაჟღერებული გზავნილები არის ის, რაც რუსეთს გაუადვილებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცების დაკანონებას,“- ეს განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "Facebook"-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.

მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მოღალატე უწოდა.  

„სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენი ტერიტორიები და რა უფლება გვაქვს ახლა ვილაპარაკოთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს არის ერთი ერთზე ის, რასაც ამბობდა მედვედევი. შეადარეთ ახლა ამ ქალის ნალაპარაკევი და მეთიუ ბრაიზა, რომელიც მაშინ იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი წარმომადგენელი საქართველოსი და ზედმიწევნით ზუსტად იყო მოვლენების კურსში, რას ამბობს ამერიკელი და რას ამბობს ეს ვითომ ქართველი. მინდა ვუთხრა ყველას, მინდა ვუთხრა ქუთაისის თეატრში ძალით მიყვანილ ხალხს, ვინც იქ ტაშს უკრავდა სალომეს,“- განაცხადა სააკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება არ მისცენ.

„მოვუწოდებ ყველა ქართველ პატრიოტს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, არ დაუშვას ამ ქალის მიერ საქართველოში თავისუფლად კამპანიის ჩატარებაც კი, პრეზიდენტად არჩევაზე აღარ ვსაუბრობ,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%