თარიღი    დრო

ავტოსაგზაო შემთხვევას სტრასბურგში საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 19:24 09.12.2018 245
ავტოსაგზაო შემთხვევას სტრასბურგში, საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შეჯახებისას მანქანაში ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა. ორივე მათგანი საფრანგეთის მოქალაქეა. მოზარდები საავადმყოფოშია არიან მოთავსებული.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„საკონსულო სამსახური კონტაქტზე იმყოფება გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან და საფრანგეთის შესაბამის უწყებებთან. მიმდინარეობს ყველა საჭირო სამუშაო გარდაცვლილთა საქართველოში დროულად გადასვენების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ორი მოქალაქის, მ.პ-სა და ქ.თ-ს დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით,”-ნათქვამია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%