თარიღი    დრო

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი, დაშავდა

საქართველო, თბილისი - 18:01 09.12.2018 528

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ორი და დაშავდა საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში ასევე იმყოფებოდა ორი არასრულწლოვანი საფრანგეთის მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"საკონსულო სამსახური კონტაქტზე იმყოფება გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან და საფრანგეთის შესაბამის უწყებებთან. მიმდინარეობს ყველა საჭირო სამუშაო გარდაცვლილთა საქართველოში დროულად გადასვენების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ორი მოქალაქის, მ.პ-სა და ქ.თ-ს დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%