თარიღი    დრო

2008 წელს ომის დამწყები, აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 17:55 09.12.2018 139

2008 წელს, რა თქმა უნდა, ომის დამწყები, აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია, ყველაფერი წარიმართა რუსული სცენარის შესაბამისად,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მას ჰქონდა საუბარი სალომე ზურაბიშვილთან, რომლის დროსაც ერთიან მიდგომაზე შეჯერდნენ.

„ობიექტური მიზეზების გამო, უშუალოდ, ეს განცხადება არ მომისმენია, თუმცა მე მქონდა, თავის დროზე, საუბარი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ საუბრის დროს შევჯერდით ერთიან მიდგომაზე და ეს მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ 2008 წელს, რა თქმა უნდა, ომის დამწყები, აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია, ყველაფერი წარიმართა რუსული სცენარის შესაბამისად. ეს იყო კრემლში დაწერილი სცენარი, თუმცა, ამავე დროს, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა იმ, ასე ვთქვათ, შეცდომების და უგუნური ქმედებების გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის და ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო ჩვენი მიდგომა, რაზეც ვისაუბრეთ და იმედი მაქვს, რომ ამ მიდგომაზე, საბოლოოდ, შევჯერდებით. კონკრეტულად განცხადება არ მომისმენია, თუმცა ვიცი ქალბატონი სალომეს დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%