თარიღი    დრო

ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:42 09.12.2018 201

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) თავმჯდომარეს, დომინიკ დე ბუმანს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების, ასევე, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის აქტიური კავშირის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ხაზგასმით აღინიშნა შვეიცარიის, როგორც მედიატორი ქვეყნის როლი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას, რასაც, მისივე შეფასებით, სერიოზული პერსპექტივა აქვს.

„ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიაში საინტერესო შეხვედრებით დაიწყო, როგორც პარლამენტის სპიკერთან, ასევე, მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებთან ქვედა პალატიდან და სენატიდან. განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობების სხვადასხვა განზომილება, მათ შორის, ვისაუბრეთ პოლიტიკურ ურთიერთობებზე. შვეიცარია ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, როგორც მოგეხსენებათ, შვეიცარია არის მედიატორი საქართველოსა და რუსეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ვითარებაზე ინფორმაციის მიწოდება, რომელიც არის შექმნილი ამ კუთხით საქართველოში და ასევე, მნიშვნელოვანი იყო საუბარი ამ პროცესის შემდგომ განვითარებაზე. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია არ არის ნატოს და ევროკავშირის წევრი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შვეიცარიასთან თანამშრომლობა ამ თვალსაზრისითაც, იმიტომ, რომ მას აქვს განსაკუთრებული როლი ზოგადად რეგიონში და ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება საქართველოსა და შვეიცარიას შორის პოლიტიკური კუთხით, ასევე, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით გვაქვს სერიოზული პერსპექტივა და გვქონდა კონკრეტულ დეტალებზე საუბარი. გავაცანით, ასევე, საქართველოში მიმდინარე პროცესები დემოკრატიული განვითარების კუთხით, ეკონომიკური გარემოს შესახებ გვქონდა საუბარი. გაიმართა საინტერესო დისკუსია, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ვიმედოვნებ, რომ გაგრძელდება საქართველოს პროგრესი, ქართული ეკონომიკის განვითარება. ჩვენ ორმხრივი თანამშრომლობის მრავალი მიმართულება გვაქვს, მათ შორის, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ეს თანამშრომლობა ვითარდება.

შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად და მშვიდობის დასაცავად, არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის, არამედ სხვა ქვეყნებთანაც",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%