თარიღი    დრო

თბილისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:22 09.13.2018 62

საქართველოსა და ჩეხეთის  სავაჭრო-სამრეწველო პალატების  ორგანიზებით, 2018 წლის 13 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე   ეკატერინე მიქაბაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრი  მარტა ნოვაკოვა და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი  ბორივოჟ მინარი გახსნიან.

ბიზნეს-ფორუმი მიზანია  ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეებს შორის საქმიანი კომუნიკაციის დამყარება და საქართველოსა და ჩეხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის გაღრმავება. ღონისძიების  ფარგლებში გაიმართება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორის.

ჩეხური მხრიდან წარმოდგენილი იქნება 21 კომპანია შემდეგი სექტორებიდან: ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, სამედიცინო ტურიზმი, მანქანათმშენებლობა. ღონისძიების ფარგლებში ქართულ ბიზნეს-სექტორთან საქმიანი კომუნიკაციის დასამყარებლად საქართველოში ჩამოვლენ ისეთი  მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა: ŠKODA TRANSPORTATION a.s, ŠKODA ELECTRIC a.s და სხვა.  ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გამართონ მოლაპარაკებები პოტენციურ-ბიზნეს პარტნიორებთან.

2018 წლის პირველი  7 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის 35% -ით გაიზარდა  და 55.82 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა;  ექსპორტი 9% -ით გაიზარდა და   5.97 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 39% -ით გაიზარდა და 49.85 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ჩეხეთის სავაჭრო პალატასთან აქტიურად თანამშრომლობს. მხარეებმა 2016 წელს გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეებს შორის  კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით ერთობლივ  აქტივობებს ახორციელებენ. 2018 წელს მხარეებმა უკვე გაუკეთეს ორგანიზება ბიზნესის ორმხრივ შეხვედრებს თბილისში, ასევე,  2017 წელს ბიზნეს-ფორუმი გაიმართა ჩეხეთის დედაქალაქში, სადაც ორი ქვეყნის სავაჭრო პალატების ორგანიზებით, ადგილობრივ ბიზნეს-წრეებთან შესახვედრად  15-მდე ქართული კომპანია  გაემგზავრა. მხარეთა  თანამშრომლობის შედეგად ქართული ბიზნეს-სექტორი აქტიურად არის ჩართული ჩეხეთში დაგეგმილ  საერთაშორისო გამოფენებში. საქართველოსა და ჩეხეთის მთავრობებს შორის მუშაობს მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიაც, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კომისიის წევრია და სხდომების ფარგლებში ბიზნეს-სექტორის ინტერესებისა და საჭიროებების პოზიციონირებას ახდენს.

 

 

 

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%