თარიღი    დრო

ქართული ხორბლის კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველო, თბილისი - 23:30 09.11.2018 369

ქართული ხორბლის კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა,  - აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებაში(№02/50), რომელიც 11 სექტემბერს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.  

„საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული ხორბლის კულტურა (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)”, - წერია ბრძანებაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაევალა მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

ბრძანება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.

ისტორიული წყაროებით, ხორბალი საქართველოში ჯერ კიდევ ნეოლითსა და ადრებრინჯაოს პერიოდებიდან არის ცნობილი. არქეოლოგიური მონაცემებით, ხორბლის კარბონიზებული მარცვლები აღმოჩენილია ძვ.წ.აღ. VI-IV ათასწლეულის ძეგლებზე (არუხლო, ხრამის გორა, შულავერი, ჩიხორი, ხელთუბანი). მიწათმოქმედების პირველი ნიმუშები თარიღდება მეზოლითის პერიოდი.

შეგახსნებთ, რომ გერმანელმა სელექციონერებმა  ქართული ხორბლის ერთ-ერეთი ენდემური ჯიში “ზანდური”მომავლის კულტურად” აღიარეს. კვლევა 2016 წელს ჟურნალ Trends in Plant Science–ში გამოქვეყნდა.

სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან 12 სახეობის სამშობლოა წინა აზია, ხოლო 8 სახეობა წარმოიშვა სამხრეთ კავკასიიდან. მათგან 5 — საქართველოს ენდემია.

გამორჩეული სამეურნეო თვისებების წყალობით, ქართული ენდემური ხორბლის სახეობებს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ხორბლის ჯიშების სელექციის საქმეში და დიდი როლი შეასრულა ხორბლის მრავალფეროვანი ჯიშების და ჰიბრიდული ფორმების შექმნაში.

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ სულ საქართველოში აღწერილია ხორბლის 14 სახეობა, 150-ზე მეტი სახესხვაობა, ფორმა და აბორიგენული ჯიში. ხორბლის ენდემური სახეობებისა და ფორმების სიმრავლით საქართველოს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%