თარიღი    დრო

ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიარაღებული ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება - დავით რაქვიაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:50 09.11.2018 215

ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიარაღებული ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უშიშროების საბჭო სავარაუდოდ, ბოლოჯერ შეიკრიბა.

„ვიმსჯელეთ უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ვალდებულებაზე - ეს არის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის დადგენა. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. შეიარაღებული ძალების რაოდენობა რჩება უცვლელი. ეს არის 37 000. ვიმსჯელეთ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის განათლების მიმართულებით, რეზერვის სისტემის განვითარების მიმართულებით. თავდაცვის მინისტრმა ასევე წარმოადგინა შესყიდვების მხრივ გრძელვადიანი ხედვა და ასევე ვისაუბრეთ ტოტალური თავდაცვის კონცეფციასა და ეროვნული მედეგობის გაზრდის შესაძლებლობებზე.

ეს, ალბათ, უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაა. იმედია არაფერი ისეთი არ მოხდება ქვეყანაში, რომელიც იძულებულს გაგვხდის, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა იქნეს მოწვეული", - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%