თარიღი    დრო

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 177 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველო, თბილისი - 15:26 08.30.2018 598

თბილისის ზღვაზე, მონუმენტთან „საქართველოს მატიანე“ 177 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად შეუერთდა.

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საბრძოლო მომზადების კურსების 2018 წლის II ეტაპის გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადება პირადად მიულოცა და წარმატებული რეკრუტი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10 კვირიანი კურსი გაიარეს, სადაც ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული ცოდნა შეიძინეს.

ფიცის დადების შემდეგ რეკრუტები აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის, განათლების სარდლობის, ავიაციის სარდლობისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ.

ფიცის დადების ცერემონიალს რეკრუტების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%