თარიღი    დრო

ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა გაითვალისწინებს იმას, რომ ბახმაროში გვქონდეს ფაქტობრივად ოთხსეზონიანი კურორტი - ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 15:57 08.19.2018 284

ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა გაითვალისწინებს იმას, რომ ბახმაროში გვქონდეს ფაქტობრივად ოთხსეზონიანი კურორტი, განაშენიანება იყოს ტიპური და არა ქაოსური, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს რამდენიმე კურორტზე მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბახმაროში, „ბახმაროს თასი 2018“ მიმდინარეობისას განაცხადა.

მისი თქმით, მომზადდება ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა და უმოკლეს ვადებში გადაწყდება ორი ძირითად პრობლემა – ეს არის ელექტროენერგიისა და წყლით მომარაგების პრობლემა.

მისივე თქმით, მთავარი მიზანია, ბახმარო გახდეს საერთაშორისო დონის კურორტი, იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, საქართველოს სიამაყე და ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ბახტაძმის თქმით, გენერალური გეგმა ითვალისწინებს, რომ ბახმარო ოთხსეზონიანი კურორტი გახდეს.

„პირველ რიგში, მინდა ფერიცვალება მივულოცო ყველას. დღეს ჩვენ ვართ ბახმაროში, ამ უნიკალურ ადგილას. მოვამზადეთ ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა. უმოკლეს ვადებში გადავწყვეტთ ორ ძირითად პრობლემას, ეს არის ელექტროენერგიისა და წყლით მომარაგების პრობლემა. ამასთან ერთად, ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა გაითვალისწინებს იმას, რომ ბახმაროში გვქონდეს ფაქტობრივად ოთხსეზონიანი კურორტი, განაშენიანება იყოს ტიპური და არა ქაოსური, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს რამდენიმე კურორტზე მოხდა. ამასთან ერთად, ავიყვანთ ავსტრიელ ექსპერტებს, რომ მოხდეს განვითარების გეგმის ექსპერტიზა, რათა საუკეთესო ევროპული გამოცდილების მიხედვით დავაპროექტოთ ეს კურორტი და ვაქციოთ საქართველოს ერთ-ერთ მარგალიტად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%