თარიღი    დრო

ინფორმაცია, თითქოს რუსეთმა დიკლოს მიმართულებით საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოსწია, სიმართლეს არ შეესაბამება - შსს

საქართველო, თბილისი - 14:40 08.19.2018 186

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსეთის ფედერაციის მხარემ, ზამთრის პერიოდის შემდეგ, დიკლოს მიმართულებით საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოსწია.

უწყების ინფორმაციით, დიკლოში სასაზღვრო პოლიციის პოსტი მუშაობს და ქართველი მესაზღვრეები მოვალეობებს შეუფერხებლად ასრულებენ.

„2018 წლის 19 აგვისტოს მედიასაშუალებებში გავიდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთის ფედერაციის მხარემ ზამთრის პერიოდის შემდეგ, დიკლოს მიმართულებით, საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოსწია და ქართველ მესაზღვრეებს აღარ უშვებენ.

აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

დიკლოში ფუნქციონირებს სასაზღვრო პოლიციის პოსტი. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დადგენილ პერიმეტრზე, ქართველი მესაზღვრეები დღემდე შეუფერხებლად ახდენენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას“, – აღნიშნავენ შსს-ში.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%