თარიღი    დრო

თორნიკე რიჟვაძე ქედაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

საქართველო, თბილისი - 22:46 08.18.2018 200

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს მთავრობის წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქედაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ქედაში, სოფელი ზუნდაგაში თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

50 აღსაზრდელზე გათვლილი შენობის მშენებლობისთვის ბიუჯეტიტან 791 270 ლარი დაიხარჯება. აშენდება სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღი საცურაო აუზით.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ მეძიბნაში მრავალფუნქციური სახლის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო.

აღნიშნულ სივრცეში კულტურის სახლი, სოფლის კლუბი და სამედიცინო პუნქტი განთავსდება. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მრავალფუნქციური სახლის ასაშენებლად, წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 146 852 ლარი იქნა გათვალისწინებული. მშენებლობაზე დასაქმებულები არიან ადგილობრივებიც. ახალი სერვისებით მეძიბნელები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოდან ისარგებლებენ.

„დღეს ქედის მუნიციპალლიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორის ვნახეთ მშენებარე ბაღი, რომელიც ძალიან მალე შეძლებს მიიღოს პატარები. ასევე დავათვალიერეთ გზის მონაკვეთი, რომელიც უკვე დასრულებულია. ქედაში დაახლოებით 12 კმ-მდე ასფალტო-ბეტონის გზა დაიგო წელს და ეს კარგი მაჩვენებელია. თუმცა, კიდევ უფრო უნდა მოწესრიგდეს ის შიდა გზები, რომლებიც ქედის მუნიციპალიტეტს ესაჭიროება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური ცეტრი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და შეძლებს ადგილობრივებს და ფერმერებს ხელი შეუწყოს მათ მიერ მოყვანილი მოსავლის შენახვაში, გადამუშავებაში და შემდეგ უკვე ლოჯისტიკური ჯაჭვის დალაგებაში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

დღესვე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ქედის მუნიციპალიტეტში ცხემნა-კორომხეთის დასრულებული 2 კილომეტრიანი ა/ბეტონის რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა. დასრულებული გზის შესახებ ინფორმაცია რეგიონის ხელმძღვანელს აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა მ/შ რაულ ბერიძემ მიაწოდა.

ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში მოეწყო საყრდენი კედლები,გაბიონები, აშენდა ერთი ახალი ხიდი და განხორციელდა სხვა საჭირო სამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 750 513 ლარია.

სულ, ქედაში, 2018 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილია 10 217 599 ლარი.

ქედის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს - თამარის ხიდს ეწვია, ტურისტებს გაესაუბრა და მოისმინა მათი შეფასებები და რეკომენდაციები.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%