თარიღი    დრო

ბათუმში ახალი მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი ,,მედცენტი“ გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 15:12 08.18.2018 157

ბათუმში ახალი მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი ,,მედცენტი“ გაიხსნა. ცენტრის საზეიმო გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან, მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ სამედიცინო საზოგადოებას და მომუშავე პერსონალს ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცონო სერვისები უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს.

140 საწოლზე გათვლილ ჰოსპიტალში 15-მდე ძირითადი მიმართულებაა და თითოეული მიმართულება მაღალტექნოლოგიური აპარატით არის აღჭურვილი. წელსვე, ჰოსპიტალის მომსახურებებს დაემატა - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ინერვენციული კარდიოლოგიის მიმართულება. სრულად განახლდა დიაგნოსტიკური რგოლი.

,,მედცენტრი“ არის დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ჰოსპიტალი, რომელსაც ყველა სამედიცინო მომსახურება ერთ სივრცეში აქვს გაერთიანებული.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%