თარიღი    დრო

სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვების კამპანიას ქალაქ ბათუმში აგრძელებს

საქართველო, თბილისი - 14:26 08.18.2018 253

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვების კამპანიას ქალაქ ბათუმში აგრძელებს.

 
ბათუმის ბულვარში, მოჭადრაკეთა კლუბში, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატის მხარდამჭერებმა საკუთარი თანადგომა ხელმოწერით გამოხატეს.
 "ბათუმში, როგორც მიჩვეული ვარ თბილად მიმიღეს, ვიცი როგორი თბილები არიან ბათუმელები. დღეს ჩემი საარჩევნო კამპანიის ფართო ფორმატი არ არის, ეს არის პირველი შეხვედრები, რომ დავეხმარო იმ ადამიანებს ვინც ჩემს მხარდასაჭერად აგროვებს ხელმოწერებს. ხვალ ვიქნები სიღნაღში და ასე გავაგრძელებ ყოველდღიურად, ვიქნები სხვადასხვა ქალაქებში და მინდა ყველას ვუთხრა დიდი მადლობა ვინც მიჭერს მხარს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
 
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 25 923 ხელმოწერა 8 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს



Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%