თარიღი    დრო

იტალიაში სვანეთის დღეები იმართება

საქართველო, თბილისი - 12:12 08.18.2018 304

18 აგვისტოს იტალიის ქალაქ ბრუნეკში „მთის ხალხების ფესიტავლი" გაიმართება, რომელი სვანეთის კულტურას მიეძღვნება  და მიზნად ისახავს რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმებში „რიპა" სვანური მატერიალური და არამატერიალური ძეგლების პრეზენტაციას.

სვანური ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციის მიზით, ფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრებისთვის მოწყობა სვანური კულტურისადმი მიძღვნილი საგამოფენო-სადემონსტრაციო სივრცე. ხალხური რეწვის ოსტატების მიერ გაიმართება სვანური ქუდის დაამზადების სცენა, წარმოდეგნილი იქნება სვანური ტრადიციული ინსტრუმენტების შექმნის ისტორია და დამზადების ტექნოლოგია, გაიმართება ლექცია ხეზე ჭრის ტრადიდიციის შესახებ და ქართული ეროვნული სამზარეულოს დეგუსტაცია სვანური მარილის ჩათვლით.

მესნერის მთის მუზეუმების ქსელის მიერ ორგანიზებული „მთის ხალხების ფესტივალი" არის ცნობილი ღონისძიება ფოლკლორის სფეროში, რომელიც ეძღვნება მთის ხალხების კულტურის პოპულარიზაციას, იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ.

რეინჰოლდ მესნერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას" შორის  2017 წელს დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, ცნობილი ალპინისტი იტალიის ქალაქ „ბრუნეკში" პრეზენტაციას გამართავს  სვანეთში, კავკასიის პირველი მთის ცენტრის  მშენებლობის შესახებ. რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც  საქართველოს მთის განვითარების ისტორიისთვის,  ასევე მსოფლიო რუკაზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის. ამასთანავე ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რეინჰოლდ მესნერსა და „მთის კურორტების განვითარების კომპანიას" შორის.

ფესტივალს დაესწრება იტალიის ადგილობრივი ხელისუფლება, კულტურისა და სამთო ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა დ ხელოვნების ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო" და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები.

 




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს

12:48 სესხის დაზღვევა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

11:19 სილქ დაზღვევა - სილნეტისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივი პროექტი

10:04 ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%