თარიღი    დრო

არჩევის შემთხვევაში, პრეზიდენტის სასახლეში შევალ, მაგრამ არ ვაპირებ, კაბინეტის პრეზიდენტი ვიყო - ბაქრაძე

საქართველო, თბილისი - 16:45 08.17.2018 275

პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პრეზიდენტის სასახლეში შესვლას აპირებს, თუმცა, მისივე თქმით, ის არ აპირებს კაბინეტის პრეზიდენტი იყოს.

„პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუციებს. პრეზიდენტი არის სახელმწიფო ინსტიტუცია, პრეზიდენტის სასახლე, ეს არის სახელმწიფოს ატრიბუტი და აქედან გამომდინარე, არჩევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე შევალ პრეზიდენტის სასახლეში, მაგრამ ხაზს ვუსვამ, არ ვაპირებ, ვიყო კაბინეტის პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც შენობაში ან შენობის კედლებში იქნება გამოკეტილი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, დებატები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით მეათეხარისხოვანია. მთავარი ამოცანა მისივე განცხადებით, ქმედითი პრეზიდენტის არჩევაა.

„რა დროს კაბინეტზე დისკუსიაა, როდესაც ქვეყანაში არსებობს უამრავი პრობლემა. სინამდვილეში, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ავირჩიოთ ქმედითი პრეზიდენტი, რომელიც არ გამოიკეტება ერთ შენობაში, რომელიც იქნება ხალხთან და მათ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება“, – განაცხადა ბაქრაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ მთავარი სწორედ ესაა და არა – რამდენი კვადრატული მეტრი ფართი უნდა ეკავოს პრეზიდენტს, პრემიერს ან თანამდებობის სხვა პირებს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%