თარიღი    დრო

დისკუსია თემაზე: "10 წელი აგვისტოს ომიდან - ოკუპირებული ბიომრავალფეროვნება" გაიმართა

საქართველო, თბილისი - 10:28 08.17.2018 101

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  დისკუსია თემაზე: 10 წელი აგვისტოს ომიდან - ოკუპირებული ბიომრავალფეროვნება” გაიმართა.

ღონისძიებაზე დარგის სპეციალისტებმა,  ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმსჯელეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს  გარემოზე მიყენებულ ზიანსა და ტრაგედიიდან დღემდე განვითარებული მოვლენებზე.

ღონისძიების მიზანი ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება და  ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შეფასება იყო.

ღონისძიებაზე გარემოზე მიყენებული ზიანის ამსახველი  ფოტოგამოფენა მოეწყო. ფოტოები ბორჯომისა და ატენის ხეობაში, სოფელ სკრასა და ფოთის პორტში 2008 წლის აგვისტოს თვეშია გადაღებული. ფოტოჟურნალისტ თემო სუხიტაშვილის ექსკლუზიური სურათები ოკუპაციის მუზეუმში მომავალი კვირის განმავლობაში გამოიფინება.

2008 წლის 7, 15, 17 და 24 აგვისტოს რუსეთის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა საქართველოს ბიომრავალფეროვნებას მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა.

რუსი ოკუპანტების მიერ გაჩენილი ხანძარი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტყის  ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ  ხანძრად შეიძლება ჩაითვალოს. ბორჯომის ხეობაში, ხაიშში, ატენის ხეობასა და გორის მიმდებარე ტერიტორიაზე მთლიანად 1100 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა. გაჩანაგდა 290 000 მ3 ხე-ტყე. გარდა ტყის ხანძრებისა, ფოთში ქართული კატარღების აფეთქების შემდეგ ზღვაში 50 ტონამდე ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა, გორის რაიონის სოფელ სკრაში რუსულ ნაღმებზე რკინიგზის შემადგენლობა აფეთქდა, საიდანაც ნიადაგში 720 ტონა ნედლი ნავთობი დაიღვარა. სხვადასხვა დარგის მეცნიერებისა და უცხოელი ექსპერტების დასკვნებით საომარი მოქმედებების დროს საქართველოს ბუნებას მილიარდ ლარზე მეტი ზიანი მიადგა. ბუნებაში დატოვებული რუსული კვალის აღმოფხვრას და ომამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას ათეულობით წელი დასჭირდება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%