თარიღი    დრო

ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე პროფესიული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 11:00 08.16.2018 163

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პროფესიული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობა-ფუნქციონირების პროექტის გარემოსდაცვითი საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დეტალური პრეზენტაცია პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით საკითხებზე.

განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ხელმძღვანელობდნენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობით. პროექტი შემუშავდა ესპანური კომპანია IDOM-ის მიერ. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას უზრუნველყოფს იტალიური კომპანია ANAS INTERNATIONAL და „გამა კონსალტინგი“. პროექტის შემუშავებაში, ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჩართული არიან  ევროპის  რეკონსტრუქციისა და  განვითარების ბანკის (EBRD) ექსპერტები.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი სრულად პასუხობს საგზაო უსაფრთხოების ნორმებს, რადგან სახეზეა თანამედროვე სტანდარტით დაპროექტებული გზა.

„მულტიფაქტორული ანალიზის შედეგად, რაც ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების, ტექნიკურ-ეკონომიკური, ფუნქციური, გეოლოგიური და ბიომრავალფეროვნების კუთხით  შესწავლას, წარმოდგენილი ცხრა ალტერნატიული პროექტიდან, ეტაპობრივი განხილვის შედეგად, აღნიშნული პროექტი შეირჩა, რომელიც ყველაზე დაბალანსებულ ალტერნატივას წარმოადგენს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობა-ფუნქციონირების პროექტი ერთ-ერთი სამაგალითო ინფრასტრუქტურული პროექტია გარემოზე ზემოქმედების შეფასების თვალსაზრისით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად, 35 კმ-იანი არსებული მონაკვეთი 12 კმ-ით შემცირდება, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთზე 1 საათიანი გადაადგილების დრო 20 წუთი გახდება.

განხილვას, პროექტის შემუშავებაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად, დარგის ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%