თარიღი    დრო

სარალიძე აქციებს პოლიტიკოსების გარეშე 10 სექტემბრიდან გამართავს

საქართველო, თბილისი - 23:46 08.15.2018 12877

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შერჩევითი  სამართლის წინააღმდეგ აქციებს 10 სექტემბრიდან გამართავს. აღნიშნული ინფორმაცია სარალიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.

როგორც სარალიძე განმარტავს, აქცია პოლიტიკოსების ჩართულობის გარეშე გაიმართება.

"დამნაშავეების დაკავების ნაცვლად, პირიქით ათავისუფლებენ სასამართლო დარბაზებიდან, სტრასბურგში ვიზიტს ჩაგვიშალეს, უფრო მეტიც, ტერორისტობაში დაგვადანაშაულეა.

იმის ნაცვლად, რომ სამართლიანობა აღადგინონ, პირიქით აქეთ გვებრძვიან და ფაქტობრივად,  მეუბნებიან რომ სისტემა ვართ და შეგვეშვიო, ანუ არამარტო დაზარალებულები, არამედ სისტემის მსხვერპლიც კი გამოვდექით.

დროა, შერჩევითი სამართალი დასრულდეს და ეს ჩვენ საქართველოს შვილებმა უნდა დავასრულოთ! დროა, გავვერთიანდეთ მიუხედავად სქესისა და ასაკისა, რელიგიური მრწამსისა და ა.შ.

მოვუწოდებ ყველა ქართველს, ემიგრანტებს, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და ერთად ვებრძოლოთ სისტემას. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ უსამართლობა ჩვენს ქვეყანაში! გავვერთიანდეთ ყველა კუთხის მამულიშვილები და დავიბრუნოთ სამართლიანი ქვეყანა.

10 სექტემბერს, დავდგეთ ყველა ფეხზე და დავამთავროთ შერჩევითი სამართალი! საქართველო ჩვენია და არავის არ აქვს უფლება ჩვენი დაჩაგვრის! ჩვენ, შვილმოკლული მშობლები ბოლომდე ვიბრძოლებთ თქვენს გვერდით, რათა სამართალმა იზეიმოს და ჩვენი ქვეყნის მომავალი გადავარჩინოთ! 

10 სექტემბერი შერჩევითი სამართლის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისია", -განაცხადა სარალიძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%