თარიღი    დრო

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ტაქსებით მომსახურებაზე დაინტერესებულ პირებს იწვევს

საქართველო, თბილისი - 18:14 08.15.2018 187

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს  ტაქსებით მოემსახუროს.

ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის დოკუმენტის თანახმად, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მგზავრთა გადაყვანის არაექსკლუზიურ უფლებას გასცემს.

ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს მოემსახუროს და აკმაყოფილებს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

მოთხოვნის თანახმად, მგზავრების მომსახურების უფლების გადაცემა უნდა განხორციელდეს სედანის, ჰეჩბეკის ან/და მსუბუქი მაღალი გამავლობის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებით.  

დაინტერესებულ პირებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 2018 წლის  15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება), ან ელექტრონულ ფოსტაზე business@airports.ge.

დეტალური პირობების შესახებ იხილეთ დოკუმენტი: https://bit.ly/2nFqNE1

 

 

 

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%