თარიღი    დრო

ბათუმის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, დღეს ბათუმში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 3 ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცა

საქართველო, თბილისი - 13:09 08.15.2018 149

ბათუმის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, დღეს ბათუმში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 3 ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცა.

მერიამ აღნიშნული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოიკვლია, რის საფუძველზეც საოჯახო ტექნიკის გადაცემა განხორციელდა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახმარებას ქალაქში მცხოვრები 320 ბენეფიციარი მიიღებს.

პარალელურად ხორციელდება მოწყვლადი სოციალური კატეგორიის მქონე პირებისათვის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის რემონტისათვის საჭირო მასალების შეძენა.

პროგრამის ფარგლებში, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად გამოყოფილი 1200 ლარიანი ვაუჩერი უკვე გადაეცა ერთ ბენეფიციარს, რითაც მან საცხოვრებელი ფართის სარემონტო სამუშაოები განახორციელა. მას ასევე გადაეცა საყოფაცხოვრებო ტექნიკაც.

სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილ ვაუჩერს ქალაქში მცხოვრები 617 ოჯახი მიიღებს. ვაუჩერებით სარგებლობა მათ წლის ბოლომდე შეეძლებათ. აღნიშნული ღონისძიებები მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის „მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისათვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში 617 000 ლარია გათვალისწინებული.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%