„ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი კონსულტაციების ეტაპზეა ეს საკითხი. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევუდგეთ საკითხის სიღრმისეულ განხილვას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, აქაც იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილება მიღებული და ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას, რომელიც დაკავშირებული ამ გადაწყვეტილებასთან“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.