თარიღი    დრო

ხელვაჩაურში სტიქიას ებრძვიან

საქართველო, თბილისი - 12:10 08.10.2018 235

უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მეწყერის კერა და საცხოვრებელი სახლის დატბორვის ფაქტი დაფიქსირდა.
სოფელ კაპრეშუმიდან აგარის მიმართულებით მიწის მასა ჩამოწვა და გზა ჩაიხერგა. საგზაო დეპარტამენტის მიერ გაგზავნილია ტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები;
სოფელ მახინჯაურში ადიდდა მდინარე, რის შედეგადაც ნაილე ელიაძის სახლის პირველი სართული დაიტბორა;
სოფელ სარფში კახიძეების დასახლებაში ჩამოწვა მიწის მასა, საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება;
სოფელ მახოში გურამ პეტრიძის სახლთან ჩამოწვა მიწის მასა სახლიდან ნახევარი მეტრის დაშორებით;
სოფელ ზედა სამებაში, მალაყმაძეების უბანში ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც ნაწილობრივ გადაიკეტა 5 ოჯახთან მისასვლელი გზა, თუმცა არსებობს მეწყერის განმეორების საფრთხე;
სოფელ სამებაში ზაურ დიასამიძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩამოწოლილი მიწის მასის შედეგად ნაწილობრივ გადაიკეტა სოფლის შიდა სასოფლო გზა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 - 100 - 106. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 25 93 17; 595 00 46 35; 577 74 00 01. ადმინისტრაციული ერთეულების თერთმეტივე წარმომადგენელი საგანგებო ვითარებაში მუშაობს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%