თარიღი    დრო

ოქტომბრიდან, ხორბლის და ქერის კულტურა სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება

საქართველო, თბილისი - 20:57 08.09.2018 174

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, ხორბლის და ქერის კულტურა სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. შესაბამისი დადგენილება, „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამურნეო კულტურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, მთავრობის სხდომაზე დღეს იქნა მიღებული.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება იმ კანონმდებლობის ნაწილია, რომელიც 2017 წელს იქნა მიღებული და რომლის თანახმად, ქვეყანაში გარკვეული კულტურების სათესლე და სარგავი მასალა სავალდებულო სერტიფიცირებას უნდა დაექვემდებაროს.

„ოქტომბრიდან ხორბლის და ქერის კულტურაში სერტიფიცირება იქნება სავალდებულო. ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ხარისხიანი და კონტროლირებადი სათესლე მასალა, რომელიც მათი საქმიანობის წარმატებაზე პირდაპირ აისახება. ჩვენ, ბოლო წლებში, დადებითი ტენდეცია გვაქვს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით - მარცვლეული კულტურების თვითუზრუნველყოფის დონის ზრდაში, რაც პირდაპირ არის დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან და მათ შორის, ხარისხიანი სათესლე მასალის ხელმისაწვდომობასთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%