კიევის სააპელაციო სასამართლომ უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი, ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობაში დატოვა. ამის სესახებ, უკრაინული მედია იუწყება.
სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში 7 სექტემბრამდე დატოვა.
სავჩენკოს სადეპუტატო იმუნიტეტი 22 მარტს მოუხსნეს, რის შემდეგაც დააკავეს. მას ბრალად კიევში ტერაქტების მზადება ედება. ის ბრალს უარყოფს.