თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ის ავტომაგისტრალის გადაკვეთას ცდილობდა. აღნიშნულ ავარიას 7 მსუბუქი ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახება მოჰყვა.
დაშავებული ქვეითად მოსიარულე სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს- ში განუცხადეს, მსუბუქ ავტომანქანებში მყოფი პირები არ დაშავებულან. მომხდარზე კი, გამოძიება საქართველოს სისხილის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე. აღნიშნული მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.