თარიღი    დრო

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო - პროკურორი მოზარდების საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებაზე

საქართველო, თბილისი - 14:00 08.09.2018 283

პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული პირების გათავისუფლების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. 
საქმის პროკურორის, გიორგი ქობულაძის განცხადებით, დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე დასაკითხი იყო მნიშვნელოვანი მოწმე, მიხეილ კალანდია, თუმცა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული სამი პირი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა.

"აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ძირითადი საფუძველი სხვა საფუძვლებთან ერთად წარმოადგენდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, აღნიშნულის საფუძველი კანონის თანახმად არის ახალი არსებითი გარემოება, ანუ უნდა ყოფილიყო ახალი არსებითი გარემოება, რომ მოსამართლეს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება. დღეს მოწმის სახით დაიკითხა გ.ჯ, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული სასჯელის სახედ. შესაბამისად, მასზე ზემოქმედების საფრთხის გამო არ ჰქონდათ ბრალდებულებს პატიმრობა შეფარდებული ანუ მასზე ზემოქმედებას ისინი მაინც ვერ მაოხდენდნენ. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ დღეს არანაირი ახალი გარემოება არ გამოვლენილა სასამართლოსთვის და სასამართლოს არ უნდა მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, თუმცა აღნიშნულის შესახებ საჩივრის შეტანა შესაძლებელია, მხოლოდ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ამ ეტაპზე, რომ გავასაჩივროთ აღნიშნილი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ჩვენს არგუმენტს, ჩვენი არგუმენტი იყო ის, რომ მ.კ-ს გარდა დარჩენილია სხვა მოწმეები დასაკითხი, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მ.კ.მ. ჩვენი არგუმენტები სასამართლომ არ გაითვალისწინა მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე დარჩენილია საქმეზე დასაკითხი და აღკვეთის ღონისძიება მაინც შეცვალა", - განაცხადა ქობულაძემ.

დანაშაულის დაფარვისთავის სამი ბრალდებული პირი სასამართლომ გირაოს სახით სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. ესენი არიან - თენგიზ კალანდია, რომელიც 5000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა,  ზაქარია წინწკალაძე და გიორგი შაბურიშვილი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 3000 – 3000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%