ბათუმში მსუბუქი ავტომობილი ჯერ სატვირთოს, შემდეგ კი სამარშრუტო მიკროავტობუსს შეეჯახა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციიტ, მსუბუქი ავტომობილი ჯერ სატვირთოს, შემდეგ კი სამარშრუტო მიკროავტობუსს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო.