თარიღი    დრო

მეჩეთი მხოლოდ ქართული ფულით უნდა აშენდეს - თორნიკე რიჟვაძე

საქართველო, თბილისი - 16:46 07.21.2018 240

ჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს შეკითხვა მეჩეთის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დაუსვა. რიჟვაძის განცხადებით, მეჩეთი უნდა აშენდეს, მხოლოდ ქართული ფულით.

„აჭარა არის მულტიკულტურული და მულტირელიგიური რეგიონი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა აღმსარებლობის მიმდევრის უფლება და თავისუფლება. დეტალები ადგილმდებარეობის, მეჩეთის არქიტექტურის თაობაზე კონსენსუსის საფუძველზე დაზუსტდება და რაც მთავარია, მეჩეთი უნდა აშენდეს მხოლოდ ქართული ფულით"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

ამ დროისთვის უმაღლესი საბჭოს სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა რიჟვაძე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა. ის „ქართული ოცნების" კანდიდატია.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%