თარიღი    დრო

ეს არის ანგარიშსწორება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კვირიკაშვილის და მისი გუნდის წინააღმდეგ - ირმა ნადირაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:38 07.21.2018 233

ეს არის ანგარიშსწორება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კვირიკაშვილის და მისი გუნდის წინააღმდეგ, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი პროკურატურის მიერ ორი სამინისტროს საქმიანობით დაინტერესებას. 

როგორც ის განმარტავს, პროკურატურის შესვლა უწყებებში კორუფციასთან ბრძოლად იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, თუკი, ამას ქუმსიშვილის და ალავძის თანამდებობაზე ყოფნისას დაიწყებდნენ.

"ეს იყო ძალიან ლეგიტიმური საქმე, როგორც ზურაბ ალავიძის, ისე დიმიტრი ქუმსიშვილის შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებას, არსებული ინფორმაციებიდან გამომდინარე, გონივრული ეჭვი გაუჩნდა ამ ორ სამინისტროში კორუფციული სქმების არსებობის თაობაზე. ეს ჩაითვლებოდა კიდეც კორუფციასთან ბრძოლად, მაშინ რომ დაწყებულიყო, როდესაც ქუმსიშვილი და ალავიძე იკავებდნენ თანამდებობებს, მაგრამ მათ წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო მას შემდეგ, რაც მათ წააგეს ბიძინა ივანიშვილის კარზე კვირიკაშვილთან ერთად ბრძოლა და შესაბამისად, პროკურატურა რომელ სამინისტროშიც არ უნდა შევიდეს, რაც არ უნდა გამოითხოვოს, ამას ვერ დავარქმევთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას - ეს არის ანგარიშსწორება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კვირიკაშვილის და მისი გუნდის წინააღმდეგ“,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%