თარიღი    დრო

არსებობს მტკიცებულებები, რომ დ.ღ.-მ შეცვალა ჩვენებები და შეგნებულად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა როგორც გამოძიებას, ისევე სასამართლოს - თორნიკე ნადირაძე

საქართველო, თბილისი - 14:52 07.21.2018 315

არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, აუდიოჩანაწერები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულმა პირმა შეცვალა ჩვენებები და შესაბამისად, შეგნებულად, გაცნობიერებულად, არასწორი ინფორმაცია მიაწოდა როგორც გამოძიებას, ისევე სასამართლოს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანის საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა, რის გამოც, პროკურატურამ მისთვის პატიმრობს შეფრადება მოითხოვა. 

"ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. არსებობდა რეალური, დასაბუთებული საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალებული მიემალებოდა გამოძიებას, ასევე მართლმსაჯულების განხორციელებას შეუშლიდა ხელს. ამასთან არსებობდა მოწმეებზე, ზემოქმედების და მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მთელი ეს არგუმენტები, რომელიც სასამართლო პროცესზე იყო გაცხადებული, სასამართლომ სრულად გაიზიარა.

დაცვის მხარემაც ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია და საბოლოო ჯამში, სასამართლო მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სრულად გაიზიარა, ბრალდების პოზიციები და აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, აუდიოჩანაწერები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულმა პირმა შეცვალა ჩვენებები და შესაბამისად, შეგნებულად, გაცნობიერებულად, არასწორი ინფორმაცია მიაწოდა როგორც გამოძიებას, ისევე სასამართლოს", - განაცხადა ნადირაძემ. 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.7%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%