თარიღი    დრო

გიორგი მარგველაშვილი თავისი განცხადებით ყურადღების მიქცევას ცდილობს - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 13:16 07.21.2018 239

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი საკუთარი განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, გუშინ, პრეზიდენტმა საოცარი განცხადება გააკეთა.

„გამოდის, რომ მთელი სახელმწიფო თუ მსოფლიო არა, იმას ელოდება, მარგველაშვილი რას გააკეთებს. წინასაარჩევნოდ ასეთი განცხადებების კეთება სერიოზული პრობლემაა. მსგავსი განცხადებები სტაბილურობისთვის, სახელმწიფოსა და პრეზიდენტის იმიჯისთვის დამაზიანებელია. მისი არც ერთი სიტყვა სიმართლესთან ახლოს არ არის. პრეზიდენტი რაც უფრო მეტ უხეშ და უზრდელურ განცხადებას გააკეთებს, უფრო მეტი ყურადღებას მიიქცევს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით ეხმარება როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას. მისი თქმით, დღეს რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადოს, „ქართული ოცნება“ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც შემდგომში ყველაზე სუსტი და მორჩილი პრეზიდენტი იქნება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%