თარიღი    დრო

ბორჯომში ხვალ, სასტუმრო „ძველი ბორჯომი“ გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 21:29 07.20.2018 204

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით, ბორჯომში ახალი სასტუმრო შპს „ძველი ბორჯომი“ გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მხარდაჭერით სასტუმრომ „ძველი ბორჯომი“ დამატებით 15 ახალი ოთახი შექმნა და 12 ადამიანი დაასაქმა, ხოლო აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 410 000 ლარს შეადგენს.

შპს „ძველი ბორჯომი“ საქართველოს ეკონ­ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ­გლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების  კომპონენტში ჩართული ბენეფიციარების რიცხვი შესამჩნევად მატულობს.  პროგრამას უკვე 49 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სასტუმროს მშენებლობის დასრულებასა და ინვენტარით აღჭურვას შეძლებენ. სასტუმროების ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 135 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 49 სასტუმრო შექმნის 1450-ზე მეტ დამატებით ოთახს და 1400-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%