თარიღი    დრო

ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:32 07.20.2018 122

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში იეშიმ ელჰან კაილართან.

შეხვედრაზე ვრცლად მიმოიხილეს ADB-ის დაფინანსებით საქართველოში მიმდინარე პროექტები და ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები.

აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ივანე მაჭავარიანს მიულოცა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და გამოთქვა მზაობა, მთავრობასთან ერთად გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდასაჭერად.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს მიმდინარე წლის ივნისში,  აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, ტაკეჰიკო ნაკაოს საქართველოში პირველ ვიზიტს და აღნიშნეს, რომ თბილისში გამართული შეხვედრები, ხელს შეუწყობს ADB-სთან თანამშრომლობა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა აფასებს იმ თანადგომას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს საქართველოს სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით, ქვეყნის ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ფინანსთა მინისტრმა სტუმართან ერთად ასევე, განიხილა  მთავრობის დაგეგმილი რეფორმები, რომელიც ითვალისწინებს საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა 2019-2021 წლების თანამშრომლობის სფეროებზე, რომელთა შორის პრიორიტეტულად დასახელდა განათლების  სექტორი, სადაც აზიის განვითარების ბანკი მზადაა აქტიურად ჩაერთოს მომავალი რეფორმის განხორციელების პროცესში. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ADB-ის რეგიონული ოფისის დამხარებით, საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობა მომავალშიც პოზიტიურად განვითარება.  

 

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%