თარიღი    დრო

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს მართავს

საქართველო, თბილისი - 17:14 07.20.2018 190

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს მართავს. ფონდის დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტში ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტთან არსებული ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის მიწვევით იმყოფება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი ჩინეთის სახელმწიფო-კერძო სექტორის თანამშრომლობის ფონდის (PPP FUND) საბჭოს თავმჯდომარეს ჭოუ ჩენგიუეს შეხვდა.

PPP ფონდი ჩინეთის სახელმწიფოს უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს.

შეხვედრაზე  ჩინეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა პირველად PPP ფონდის საქმიანობის ისტორიაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინვესტიცია სწორედ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში განახორციელოს. საქმიან შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე,  ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.  

ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა  ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის სტრუქტურაში არსებული ტექნოლოგიების ბაზრის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელთან ჭანგ იანთან გამართეს შეხვედრა. „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენის დირექტორმა გიორგი დანელიამ და ფონდის შვილობილი, „დარგობრივი განვითარების კომპანიის“ კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კვერნაძემ ასოციაციის მენეჯმენტს ფონდის მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მხარეებმა დეტალურად განიხილეს პოტენციური საინვესტიციო პროექტები და შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სტუმრად იმყოფებოდა  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმსხვილესი ტელეარხის „CCTV 7“-ის ეთრში, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მაუწყებლობს. არხის მიწვევით, დავით საგანელიძემ „CCTV 7“-ის პირდაპირ ეთერში 2-მილიარდიან აუდიტორიას საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის საინვეტიციო, ტურისტული და სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი გააცნო. ასევე, ტელეკომპანიის სამუშაო ჯგუფი საქართველოში მოიწვია და სპეციალური საიმიჯო გადაცემის მომზადება შესთავაზა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ქართულ მეღვინეობას გაუწევს პოპულარიცაზიას.

 „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის უმსხვილეს ტექნოლოგიურ კორპორაცია „China Transinfo”-ს მენეჯმენტს შეხვდა. კორპორაცია ჩინეთის ყველა სახის შიდა სატრანსპორტო საშუალებას უწევს ზედამხედველობას და უზრუნველჰყოფს მათ უსაფრთხოებას. აგრეთვე, ფლობს მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უდიდეს მონაცემთა ბაზას და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომპანიას ლოგისტიკური მიმართულებით.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  დაგეგმილია „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციის საქმიანი შეხვედრები ქალაქ შენჭენისა და გუანჭოუში.

 

 

 

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%