თარიღი    დრო

დავით ჭიჭინაძის უმრავლესობიდან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში დადგება - თამარ ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 16:57 07.20.2018 250

უმრავლესობიდან გარიცხვას თავისი პროცედურა აქვს და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატ დავით ჭიჭინაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ ის უმრავლესობაში თავს ვეღარ ხედავდა, რაც კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოიხატებოდა და სწორი იქნებოდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიეღო.

მისი თქმით, დავით ჭიჭინაძეს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება.

„დავით ჭიჭინაძე პარლამენტის წევრად რჩება. არ ვიცი, მომავალში თავს სად მოიაზრებს, დამოუკიდებელ კანდიდატად თუ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ეს მისი გადასაწყვეტია. უმრავლესობიდან გარიცხვას თავისი პროცედურა აქვს და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ლეგიტიმურად სამდივნოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა. მას შეუძლია, სამდივნოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე გაასაჩივროს. მათ შორის ჰკითხოს, ბიძინა ივანიშვილმა იცოდა თუ არა და რა პოზიცია აქვს. მარტივად გაეცემა პასუხი, თუ გაასაჩივრებს. ეს არ არის პატარა გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როცა პარტია პარლამენტის წევრის გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს და მარტივად არ ხდება. ამ ყველაფერს თვეების განმავლობაში წინ უსწრებდა შეურაცხმყოფელი განცხადებები კოლეგების მიმართ. კარგა ხანია, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობაში თავის თავს ვერ ხედავდა, სწორი იქნებოდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიეღო. ვინაიდან არ მიიღო, პარტიამ მიიღო“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%