თარიღი    დრო

გიორგი ჩოგოვაძე ევროპელ სტუდენტებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:33 07.20.2018 110

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ევროპის ქვეყნების სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა. 12 ქვეყნის სტუდენტი, მათ შორის  გერმანელი,  ესპანელი, იტალიელი, ჰოლანდიელი, ჩეხი და სერბი სტუდენტები საქართველოში ევროპის სტუდენტთა ფორუმი-თბილისის (AEGEE-Tbilisi) მასპინძლობით, საზაფხულო უნივერსიტეტის პროექტ „Drop of Wine from Mountain to Sea”-ის ფარგლებში იმყოფებიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ადმინისტრაციის ახალი სარეკლამო კამპანია „Emotions are Georgia “ წარუდგინა.

პროექტი  კულტურულ-შემეცნებით ხასიათს ატარებს,  მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება ევროპელ სტუდენტებში, რომელთა უმრავლესობა პირველად სტუმრობს საქართველოს.

ორი კვირის მანძილზე 45 სტუდენტი  გაეცნობა  ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, მოინახულებენ ქვეყნის ისტორიულ ადგილებს. პროექტის ფარგლებში  ევროპელ სტუდენტებს ჩაუტარდებათ ქართული ენის გაკვეთილები, შეისწავლიან ქართულ ცეკვას და ქართული კერძების მომზადებას.

 

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%