თარიღი    დრო

ლონდონის გატვიკის აეროპორტში British Airways-მა საგანგებო დაშვება განახორციელა

საქართველო, თბილისი - 13:49 07.20.2018 173

ლონდონის გატვიკის აეროპორტში ავიაკომპანია British Airways-ის Airbus A320-მა საგანგებო დაშვება განახორციელა. მიზეზად კი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

როგორც The Telegraph წერს, Airbus A320-ი, რომელსაც ნეაპოლიდან ლონდონის გატვიკის აეროპორტის მიმართულებით ასრულებდა რეისს, აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა. თუმცაღა თვითმფრინავმა, ტექნიკური გაუმართაობის გამო დაჯდომა არასწორად განახორციელა. შედეგად თვითმფრინავი ასაფრენ/დასაფრენ ზოლზე გაჩერდა. სადაც ბორტის შესწავლა უკვე დაწყებულია. ამ დროისათვის აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი დაკეტილია და ვერ ფუნქციონირებს.

„ტექნიკური გაუმართაობის დაფიქსირების შემდეგ ჩვენმა პილოტებმა პრიორიტეტული დაჯდომა ითხოვეს. თვითმფრინავი აეროპორტში წარმატებით დაეშვა“, აცხადებენ British Airways-ში.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%