თარიღი    დრო

შემწეობების სისტემის რეფორმით ჩვენი ხელისუფლება ძალიან ბევრ ადამიანს მიცემს შანსს ამოვიდნენ სიღარიბიდან - სოფო კილაძე

საქართველო, თბილისი - 18:41 07.19.2018 403

„შემწეობების სისტემის რეფორმით ჩვენი ხელისუფლება ძალიან ბევრ ადამიანს მიცემს შანსს ამოვიდნენ სიღარიბიდან" - ამის შესახებ სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმინა. 

დეპუტატმა ისაუბრა შემწეობის სისტემის გადახედვის საჭიროებაზე. სოფო კილაძის თქმით, მისთვის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისთვის და მაჟორიტარი დეპუტატისთვის, პრინციპული მნიშვნელობისაა მოქალაქეთა წუხილის გაზიარება არსებული ხარვეზიანი სისტემის მიმართ. 

„ზოგი ვერ საქმდება იმის შიშით, რომ მოეხსნება შემწეობა, ზოგიც თვლის, რომ მიუხედავად სიდუხჭირეში ცხოვრებისა, მოეხსნა ეს დახმარება. არსებული სისტემით, ეს ადამიანები განწირულნი არიან მთელი ცხოვრება სიღარიბისა და უმოქმედობისთვის, რომლებსაც თვითრეალიზება გაუჭირდებათ. უფრო მეტიც, არა მარტო ისინი, არამედ მათი ოჯახებიც.

შემწეობების სისტემის რეფორმით ჩვენი ხელისუფლება ძალიან ბევრ ადამიანს მიცემს შანსს ამოვიდნენ სიღარიბიდან და მოახდინონ ჩვენს საზოგადოებაში თვითრეალიზება. ამიტომ, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს." - განაცხადა სოფო კილაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%