დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ჩემდამი მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დავით ჭიჭინაძის „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პარტიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ის ამაში ჩართული არ ყოფილა.
„პარტიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მე ამაში ჩართული არ ვყოფილვარ და მედიიდან შევიტყვე. ახლა, როდესაც ეს პროცესი დასრულდა შემიძლია საზოგადოებასაც ვუთხრა, რომ არასოდეს არ მქონია შესაძლებლობა, დავით ჭიჭინაძესთან რაიმე საკითხზე მემუშავა. მას არ ვიცნობ, არც შევხვედრილვარ. შესაბამისად, მისი ჩემდამი ასეთი მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.