Intel-ი იუბილარია. ის დღეს 50 წლის გახდა. კორპორაცია Intel-ი 1968 წელის 18 ივლისს დაფუძნდა, როგორც ინტეგრირებული ელექტორნიკის კორპორაცია. ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია მიკროპროცესორებისა და ინტეგრირებული ლოგიკური პანელების დიზაინითა და წარმოებითაა დაკავებული.
Intel-ი ასევე აწარმოებს ქსელურ კარტებს, მეინბორდის ჩიპსეტებს, კომპონენტებსა და სხვა მოწყობილობებს. Intel-ს მოწინავე კვლევითი პროექტები აქვს ნახევარგამტართა წარმოების ყველა სფეროში.