თარიღი    დრო

მამუკა ბახტაძე ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:52 07.16.2018 336

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მუჰამედკალი აბილგაზიევს შეხვდა, რომელიც საქართველოს OGP-ის სამიტის ფარგლებში სტუმრობს.

ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების პირისპირ შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ყირგიზეთს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით, აგრეთვე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.

პირისპირ საუბრის შემდეგ მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, სადაც ყირგიზეთის მხრიდან გამოითქვა სურვილი საქართველოში განხორციელებული რეფორმების გაზიარების კუთხით საქართველოს მთავრობასთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა.

განსაკუთრებულად აღინიშნა წარმატებული ეკონომიკური რეფორმები, აგრეთვე ხელისუფლების მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ტურიზმის სექტორის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა მზაობა გამოთქვეს, რომ გააქტიურდეს მთავრობათაშორისი კონსულტაციების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

აგრეთვე, შეხვედრისას, საუბარი შეეხო ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობას და ყირგიზეთის, როგორც დამაკავშირებელი ქვეყნის როლს ცენტრალურ აზიასა და მთლიანად, აზიის რეგიონთან.

მუჰამედკალი აბილგაზიევმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა OGP-ის სამიტზე მოწვევისათვისდა აღნიშნა, რომ სამიტში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა ღია მმართველობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების გაცნობისა.

თავის მხრივ, ქართული მხარე მიესალმა სამიტში ყირგიზეთის მაღალი დონის მონაწილეობას და აღინიშნა, რომ ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიტანს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან შინაგან საქმეთა, საგარეო და ფინანსთა მინისტრები, ხოლო ყირგიზეთის მხრიდან ყირგიზეთის რეპუბლიკისმთავრობისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს

12:48 სესხის დაზღვევა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

11:19 სილქ დაზღვევა - სილნეტისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივი პროექტი

10:04 ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%