თარიღი    დრო

მიბრძანდეს დამოუკიდებელ სასამართლოში და იჩივლოს, იქ იპოვის დოკუმენტებს, სადაც ეს ფაქტი ფიგურირებს - ბესელია ბოკუჩავაზე

საქართველო, თბილისი - 18:41 07.16.2018 354

მიბრძანდეს დამოუკიდებელ სასამართლოში და იჩივლოს, იქ იპოვის დოკუმენტებს, სადაც ეს ფაქტი ფიგურირებს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ თინა ბოკუჩავასთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ბესელიას მტკიცებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტის დოკუმენტაციაში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში თინა ბოკუჩავას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საჩუქრები ეგზავნებოდა.

„ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დოკუმენტაცია იქნა გამოთხოვილი, აღმოჩნდა ბევრი ნაცნობი სახელი და გვარი, მათ შორის ერთ-ერთი იყო ბოკუჩავაც, რომელსაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეგზავნებოდა საჩუქრები, ძვირფასი ნივთები. იმ საქმეზე სააკაშვილს ბრალი დაედო და განაჩენიც გამოტანილია. საჩუქრების საერთო რაოდენობა და კიდევ სხვა თანხები, რომლებსაც სააკაშვილი პირადი მიზნებისთვის იყენებდა, 8 მილიონს გაცდა. როდესაც ქალბატონი ბოკუჩავა ცილისმწამებლურად, ზოგადად საუბრობს კორუფციაზე და ფაქტი არ აქვს, მე კონკრეტული ფაქტი დავუსახელე და ვკითხე აეხსნა, რატომ იღებდა საჩუქრებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული თანხით“, – განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე ეკა ბესელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%