საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა. ხოლო განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება.
შესაბამისი ბრძანებები მთავრობის მეთაურმა დღეს გამოსცა.